You are here
ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამედიცინო ცენტრ “ინტერმედიკასთან” რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, დედას ბავშვი გზაზე გადაჰყავდა, რა დროსაც ბავშვი მას გაუსხლტა და გადაირბინა. არასრულწლოვანი იქვე ახლოს მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს, ის კონტაქტური იყო. მოგვიანებით კი მშობლებმა დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში საკუთარი წაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები არიან მობილოზებული. ისინი ავტომობილის მძღოლს კითხავენ.     ნანახია: 105

Read More
აეროპორტში მიტოვებული ძაღლი დარდისგან მოკვდა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

აეროპორტში მიტოვებული ძაღლი დარდისგან მოკვდა

კოლუმბიის აეროპორტში მიტოვებული ძაღლი პატრონზე დარდისგან დაიღუპა. ამის შესახებ NoticiasRCN-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ძაღლი პატრონის დაბრუნებას ერთი თვე ელოდა. თავიდან ჭამდა კიდეც. მას საკვებით აეროპორტის თანამშრომლები და მგზავრები უმასპინძლდებოდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც არავინ მიაკითხა, შინაურმა ცხოველმა ჭამა და ადამიანებთან კონტაქტი შეწყვიტა. ის აეროპორტის შენობის ერთ კუთხეში დაბინავდა. აეროპორტის თანამშრომლებმა ვეტერინარებს მიმართეს. ძაღლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ხელოვნურად კვებავდნენ, მაგრამ მაინც ვერ გამოაჯანმრთელეს. ვეტერინარებმა დაასკვნეს, რომ ცხოველის სიკვდილი არა რაიმე დაავადებამ, არამედ დეპრესიამ გამოიწვია.   ნანახია: 121

Read More
კარასინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების ხელისშემშლელი ფაქტორები დაასახელა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ყველა სიახლე 

კარასინმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების ხელისშემშლელი ფაქტორები დაასახელა

რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება სხვა საკითხების გარდა ხელს უშლის საქართველოს სიახლოვე სამხედრო კონფლიქტების ზონასთან- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობა, რომელიც თბილისმა 2008 წელს ცალმხრივად გააუქმა, არამედ ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ასევე ამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების არარსებობა. საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, დაფიქსირებულია ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობა. ამიტომ ეს სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა კარასინმა….

Read More
NASA: უცხოპლანეტელებს დაახლოებით 20 წელიწადში მივაგნებთ ეს საინტერესოა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

NASA: უცხოპლანეტელებს დაახლოებით 20 წელიწადში მივაგნებთ

NASA-ს სპეციალისტებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირადდასმულ შეკითხვას გასცეს პასუხი – არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები და თუ კი როდის მივაგნებთ მათ? ასეთი შეკითხვა NASA-ს მეცნიერებს Reddit-ზე ჰკითხეს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. სპეციალისტების თქმით, უცხოპლანეტელებს სავარაუდოდ 20 წელიწადში იპოვის კაცობრიობა. “მანამ სანამ უცხოპლანეტელების ძებნას დავიწყებთ, ვცდილობთ გავარკვიოთ რომელ პლანეტებზეა სიცოცხლისთვის შესაფერისი კლიმატი”, – თქვა მეცნიერმა ტონი დელ გენიომ. მეცნიერების მოსაზრებით, უცხო პლანეტაზე არსებული სიცოცხლე მკვეთრად განსხვავდება დედამიწისგან. მათი ვარაუდით, კაცობრიობისთვის აქამდე უცნობი სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს პლანეტა იუპიტერის თანამგზავრ “ევროპაზე”, ასევე სატურნის თანამგზავრ “ენცელადუსზე”. ოქტომბერში ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ალან სტერნმა, რომელიც New Horizons-ის მისიის მთავარი მკვლევარია, განმარტა,…

Read More
მრევლი ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის გამოსახლებას ისევ აპროტესტებს მთავარი რელიგია საზოგადოება ყველა სიახლე 

მრევლი ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის გამოსახლებას ისევ აპროტესტებს

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე ხმაურია. ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი სახლის მეპატრონისგან ბერის სახლში შეშვებას ითხოვს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ბერ ნიკოლოზს ბინის მეპატრონე არ უშვებს. ის ამ სახლში დროებითი სარგებლობის უფლებით ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით მეპატრონემ მისი გაშვება გადაწყვიტა. მრევლი ამ ფაქტს ბერი ნიკოლოზის დევნად აფასებს. ადგილზე შეკრებილების ინფორმაციით, არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ბერ ნიკოლოზს სახლის მესამე სართული უნდა გაერემონტებინა, სადაც ის ცხოვრობს და ერთი წელი აღნიშნულ სახლში უფასოდ უნდა ეცხოვრა, თუმცა მეპატრონემ ეს შეთანხმება დაარეღვია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რამდენჯერმე პოლიციასა და შეკრებილებს შორის სიტუაცია დაიძაბა. მსგავსი მოთხოვნები ბერის მრევლს ამ ზაფხულშიც ჰქონდა, რასაც სამართალდამცველებთან მწვავე…

Read More
მორიგი ტერაქტი აშშ-ში, თავდამსხმელმა ცეცხლი სკოლაში გახსნა კრიმინალი მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

მორიგი ტერაქტი აშშ-ში, თავდამსხმელმა ცეცხლი სკოლაში გახსნა

დაუდგენელმა პირმა კალიფორნიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ცეცხლი გახსნა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავევებულებიც. ამის შესახებ ამერიკული მედია  წერს. შემთხვევა ტეჰამას ოლქშია მოხდა. შერიფის განცხადებიით, ბოროტმოქმედინ ლიკვიდირებულია. დანაშაულის მოტივები უცნობია.     ნანახია: 93

Read More
ბილ გეიტსმა ალცჰაიმერის კვლევებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

ბილ გეიტსმა ალცჰაიმერის კვლევებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო

Microsoft-ის დამფუძნებელმა და ფილანტროპმა ბილ გეიტსმა ალცჰაიმერის დაავადების შესასწავლად 100 მილიონი დოლარი გამოყო. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბილ გეიტსი თანხის ნახევარს უახლოეს პერიოდში გადარიცხავს Dementia Discovery-ის ფონდში, რომელიც ტვინის პათოლოგიების კვლევებს აფინანსებს. რაც შეეხება დარჩენილ 50 მილიონ დოლარს, ეს თანხა დამწყები სპეციალისტებისთვის იქნება, რომლებიც დაავადების მკურნალობის მეთოდებზე მუშაობენ. ფილანტროპი ამბობს, რომ მან წლები დაუთმო ალცჰაიმერის დაავადებასთან ბრძოლის მეთოდების შესწავლას, “და რაც გავიგე სპეციალისტებისგან არის ის, რომ ჩვენ დაავადების განვითარება შეგვიძლია შევცვალოთ. მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლას შევუერთდი”, – ამბობს ბილ გეიტსი. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ბილ გეიტსი ამერიკის შეერთებულ შტატებში „ჭკვიან ქალაქს“ ააშენებს.    …

Read More
სომალიში დაჯგუფება”აშ-შაბაბის” 80-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს მთავარი სამხედრო საქმე უცხოეთი ყველა სიახლე 

სომალიში დაჯგუფება”აშ-შაბაბის” 80-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს

სომალის უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ოპერაციის შედეგად დაჯგუფება “აშ-შაბაბის” 81 წევრი მოკლეს. ამის შესახებ ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, სპეცრაზმი ჯილიბის რაიონში მდებარე ჯიჰადისტების ბანაკში შეიჭრა. მათ დახმარებას ავიაციაც უწევდა. სომალის დიდ ნაწილს გასამხედროებული ისლამისტური დაჯგუფება „აშ-შაბაბი“ აკონტროლებს, რომელსაც „ალ-ქაიდასთან“ კავშირში ადანაშაულებენ. „აშ-შაბაბი“ სომალიში შიიტური სახელმწიფოს დაარსებისთვის იბრძვის და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული.   წყარო: imedinews.ge   ნანახია: 79

Read More
კონგოში პოლიციელებს 46 ბავშვის გაუპატიურების გამო ასამართლებენ მთავარი სამართალი უცხოეთი ყველა სიახლე 

კონგოში პოლიციელებს 46 ბავშვის გაუპატიურების გამო ასამართლებენ

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 18 პოლიციელზე სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ბრალად ედებათ 46 ბავშვის გაუპატიურება. ინფორმაციას ავრცელებს  BBC. ძალადობრივი აქტები სოფელ კავუმუში ხორციელდებოდა. პროკურატურის თქმით, კაცები 2013 წლიდან 2016 წლამდე დაბადებულ გოგოებს ირჩევდნენ, რადგან ერთ-ერთმა სულიერმა წინამძღოლმა მათ უთხრა, რომ ქალიშვილების სისხლი მათ ძლევამოსილ ძალას მიანიჭებდა. ერთ-ერთი მსხვერპლი 18 თვის იყო. ეჭვმიტანილის რიგებში სოფლის პოლიციის ხელმძღვანელი ფრედეკირ ბატუმიკეცაა. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ამ სასამართლოთი ბოლო მოეღება კონგოში დამკვიდრებულ გაუპატიურების კულტურას, როგორც ომის იარაღის ინსტრუმენტს.   ნანახია: 98

Read More
ვაკანსია მექსიკაში: თვეში 10 ათასი დოლარი იმას, ვინც კურორტზე იცხოვრებს ეს საინტერესოა მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

ვაკანსია მექსიკაში: თვეში 10 ათასი დოლარი იმას, ვინც კურორტზე იცხოვრებს

ვებგვერდმა Cancun.com-მა ვაკანსია გამოაქვეყნა – “კანკუნას თავგადასავლების დირექტორი” (CEO). ადამიანმა, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს, 6 თვის განმაცლობაში მექსიკურ კურორტ კანკუნზე დრო უნდა გაატაროს. ხელფასი, თვეში 10 ათასი დოლარი იქნება. კანკუნას “დირექტორმა”, უნდა გამოიკვლიოს საინტერესო ადგილები და მათ შესახებ სოციალურ ქსელებსა და Cancun.com-ის ბლოგზე წეროს, მათ შორის გადაიღოს ფოტოები და ვიდეოები. მაგალითად, მას მოუწევს პირამიდაზე აღმართვა, რომელიც 3 ათასი წლის წინ გააშენეს ან იცურაოს დელფინებთან ერთად. ვაკანსიაში წერია, რომ CEO უფასოდ იცხოვრებს “კურორტის დიდებულ სასტუმროში”. მოთხოვნის გაგზავნის ვადა დეკემბრის შუა რიცხვებში ამოიწურება. ანკეტაში საჭიროა მიუთითოთ თქვენი სოციალური ქსელების ბმულები და გადაიღოთ…

Read More