You are here
რატომ გადაიფიქრეს ევროვიზიის იერუსალიმში ჩატარება მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

რატომ გადაიფიქრეს ევროვიზიის იერუსალიმში ჩატარება

ისრაელის ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2019“ თელ-ავივში ჩატარდება. ხელისუფლებამ ამ კონკურსის იერუსალიმში ჩატარება გადაიფიქრა. ამის შესახებ Haaretz-ი წერს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ადგილი, რომელიც „ევროვიზიის“ ორგანიზატორთა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მხოლოდ თელ-ავივშია. ისრაელის კულტურის და სპორტის მინისტრი მირი რეგევი იმუქრება, რომ თუ კონკურსი იერუსალიმში არ ჩატარდება, მაშინ მის ჩატარებაზე საერთოდ უარს იტყვიან. ამის შესახებ Israel National News-ი წერს. იერუსალიმში ღონისძიბის გამართვას ეწინააღმდეგება ევროპის მაუწყებელთა კავშირიც. აქ აცხადებენ, რომ კონკურსის ჩასატარებლად აუცილებელია ადგილი, რომელიც კონფლიქტების და პროტესტების პროვოცირებას არ გამოიწვევს. 24 მაისს კავშირმა ფანებს ისრაელში ჩასატარებელ კონკურსზე ბილეთების შეძენისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ტრადიციულად,…

Read More
საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს ზღვაში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს მთავარი ყველა სიახლე 

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს ზღვაში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საზღვაო სეზონის დადგომასთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე მოქალაქეების მიერ ზღვაში უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები გახშირდა. ამასთან დაკავშირებით, სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ხალხს, დაიცვან მაშველების რეკომენდაციები და გაფრთხილება. უწყების ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები წყალში ნასვამ მდგომარეობაში შედიან, რაც უმეტესად ფატალური შედეგით სრულდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტატისტიკასაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე, ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა დახრჩობას 36 ადამიანი გადაარჩინეს. “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების…

Read More
ვინ და რა მიზნით ტვირთავს სოციალურ ქსელში ქართველი ბავშვების ფოტოებს მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

ვინ და რა მიზნით ტვირთავს სოციალურ ქსელში ქართველი ბავშვების ფოტოებს

ათობით მოზარდის ოჯახი პანიკაშია – მათი არასრუწლოვანი შვილების ფოტოები სოციალურ ქსელში არაბი, ირანელი, თურქი მომხმარებლების გვერდებზეა ატვირთული. მუსტაფა ალ ჰალაფის გვერდი ერთ-ერთია სოციალურ ქსელში, სადაც ქართველი ბავშვების ფოტოებს ტვირთავენ. ფოტოს ქვეშ კომენტარები კი არაბულ ენაზე უხამს და საშიში განცხადებებს შეიცავს. მშობლები პანიკაში არიან, მათ ვერ გაარკვიეს, რატომ ინტერესდებიან უცხოელი მამაკაცები ქართველი გოგონების ფოტოებით. მამას, რომლის შვილის ფოტოებიც რამდენიმე მომხმარებელმა ატვირთა და არაბულ ენაზე კომენტარები დაურთო, ეჭვობს, რომ სახეზეა პედოფილია. მშობლებმა პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ. ამიტომ მშობლებმა უცხოელ მომხმარებლებს თავად მისწერეს და სცადეს, გაერკვიათ, რატომ ტვირთავენ მათი…

Read More
მეცნიერების მტკიცებით, მარილი სიკვდილის რისკს ზრდის ეს საინტერესოა მთავარი ყველა სიახლე 

მეცნიერების მტკიცებით, მარილი სიკვდილის რისკს ზრდის

მარილის მოხმარება პირდაპირ კავშირშია სიკვდილის რისკის ზრდასთან- ასეთია სააერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფის დასკვნა, რომელშიც კანადის, ლონდონოს და სხვა უნივერისტეტების სპეციალისტები შედიან. მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 3-დან 54 წლამდე 2974 პაციენტი მონაწილეობდა. ყველა მათგანს მაღალი არტერიული წნევა აწუხებდა. სამეცნიერო ჯგუფი სხვადასხვა საშუალებით ამოწმებდა ნატრიუმის დონეს პაციენტების შარდში. დაკვირვების 24 წლის განმავლობაში ექსპერიმენტის 272 მონაწილე გარდაიცვალა. როგორ გაირკვა, მარილის მოხმარებასა და სიკვდილის რისკის ზრდას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.   ნანახია: 148

Read More
„ეკლესიაში სანთელს რომ ვანთებთ, კარიერა არა, სიყვარული ვითხოვოთ“ მთავარი ყველა სიახლე 

„ეკლესიაში სანთელს რომ ვანთებთ, კარიერა არა, სიყვარული ვითხოვოთ“

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „რისი დეფიციტია?! სიყვარულის… უსიყვარულობას განვიცდით და აქედან იღებს სათავეს კარგშიც ცუდის დანახვა… არაჯანსაღი კრიტიკა და ღირებულებების არქონა… სკოლაში სწავლის პროცესში, ქიმიას ვერ ვიტანდი, მაგრამ პედაგოგი ისე მიყვარდა, ყველა ფორმულა ზეპირად ვიცოდი… არასდროს ვყოფილვარ ფანატიკოსი, არაფერი მიმიღია ბრმად, მაგრამ არც სხვისი ცხოვრებით განმიცდია დაბრკოლება… უფალთან ყოფნა ან არ ყოფნა, ყველა ეტაპზე მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული… მე მიყვარს ქრისტე და ვაცნობიერებ ჩემს შეცდომებს, მაგრამ არ ვარ უიმედოდ, რადგან სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია და სხვა საკითხებიც დალაგდება… თვითმკვლელზე წესი რომ არ იგება, ამას არ განიცდის მავანი, პირიქით,…

Read More
რუსეთმა სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანა მთავარი სამხედრო საქმე უცხოეთი ყველა სიახლე 

რუსეთმა სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს. ამის შესახებ Rferl-ი წერს. მათი განმარტებით, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ სირიის ქალაქ დარააში 20-მდე ავიადატყმა განხორციელდა. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე მოსკოვში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. მანამდე ვაშინგტონმა მოსკოვს მოუწოდა სირიის „დეესკალაციის ზონაში“ საომარი მოქმედებები შეაჩეროს. სირიაში მხარეებს სამხედრო ესკალაციის დროული შეწყვეტისა და მეტი თავშეკავებულობისკენ გაეროს გენერალურმა მდივანმაც მოუწოდა. დარაა პირველი ქალაქია, სადაც 2011 წელს ასადის დიქტატურის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივები ქალაქ დარაას მეამბოხეების ტერიტორიას უწოდებენ. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 22 ივნისს სირიის ჯარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით დაიძრა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და…

Read More
მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლა ადგილობრივებმა გააპროტესტეს მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლა ადგილობრივებმა გააპროტესტეს

მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლა 1,000-ზე მეტმა ადგილობრივმა გააპროტესტა. ამის შესახებ Euronews-ი წერს. მიუხედავად იმისა, რომ სახელის შეცვლასთან დაკავშირებული შეთანხმება პარლამენტმა უკვე დაამტკიცა დემონსტრანტების მსგავსად მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლას ეწინააღმდეგება მაკედონიის პრეზიდენტიც. რამდენიმე დღის წინ მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლას საბერძნეთშიც მოჰყვა პროტესტი. დემონსტრაციაში, რომელშიც 500-მდე ბერძენი მონაწილეობდა პოლიციამ მათ დასაშლელად ძალისმიერ მეთოდები გამოიყენა. მაკედონიას სახელი შეეცვალა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა. ორი ქვეყნის საზღვართან, შეთანხმებას ხელი საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, ალექსის ციპრასმა, მაკედონიის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა 17 ივნისს მოაწერეს. მაკედონიის სახელწოდების შესახებ კამათი 1991 წელს იუგოსლავიიდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. ახლა, როდესაც მაკედონია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს, მისი სახელწოდება…

Read More
ფინელებს უკვირთ თუ რატომ დასახელდნენ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ხალხად მთავარი უცხოეთი ყველა სიახლე 

ფინელებს უკვირთ თუ რატომ დასახელდნენ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ხალხად

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა. სიის ლიდერი ფინეთი გახდა, თუმცა თავად ფინელების მხრიდან ამას დიდი ირონია მოჰყვა. ამის შესახებ BBCწერს. ფინელები ფიქრობენ, რომ ისეთი მაჩვენებლები, რაზე დაყრდნობითაც რეიტინგი შეადგინეს, – მთლიანი შიდა პროდუქტი, უმუშევრობა, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები ვერ აჩვენებს ადამიანთა ბედნიერების ხარისხს, რადგან კეთილდღეობაზე ბედნიერება არაა დამოკიდებული. როგორც ირკვევა, ისინი ნაკლებად აღიქვამენ ცხოვრებას, როგორც მნიშვნელოვან მოვლენად. მაგალითად გამოდგება ილინოისის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც 132 ქვეყნის მოსახლეობა გამოკითხეს და სრულიად განსხვავებული სურათი გამოიკვეთა. მსოფლიოს უბედნიერეს ქვეყნებად აფრიკის ქვეყნები დასახელდა, სადაც მოსახლეობა სულაც არაა უზრუნველყოფილი და ცხოვრების დონეც გაცილებით დაბალია….

Read More
შსს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაზე მძღოლებს აფრთხილებს მთავარი საზოგადოება ყველა სიახლე 

შსს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაზე მძღოლებს აფრთხილებს

24 ივნისს, „გარბენი-თბილისთან“ დაკავშირებით, ღამის 03:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მარათონის მიმდინარეობისას კი ეტაპობრივად აიკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ღონისძიების საორგანიზაციო და სცენის მოწყობის სამუშაოების გამო, 24 ივნისს ღამის 03:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე. 24 ივნისს, დილის 09:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ილია ჭავჭავაძის გამზირზე, პეტრე მელიქიშვილის, მერაბ კოსტავას და შოთა რუსთაველის გამზირებზე. ასევე, ავტომობილთა გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება  გამზირებთანდამაკავშირებელ ქუჩებზე. მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები. მარათონის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა…

Read More
„გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს მთავარი პოლიტიკა ყველა სიახლე 

„გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია აირჩიეს. პარტიის თავმჯდომარის პოსზე მან ზურაბ ჯაფარიძე შეცვალა. პარტიის დღევანდელი ყრილობა არაფორმალურ გარემოში გაიმართა.  ყრილობა მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. სტუმრებს კი სტუმრებს კი მწვადით გაუმასპინძლდნენ. პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ შეკრებილ სტუმრებს მიმართა. ხვიჩიას თქმით, დღეს ჯობია გაერთონ, პოლიტიკურ გეგმებზე კი მაშინ იმსჯელებენ, როცა ამის განწყობა ექნებათ. ყრილობაზე ასევე აირჩიეს სარევიზიო კომისიისა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. „პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ. პარტია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015 წლის 18 მაისს დარეგისტრირდა, სადამფუძნებლო ყრილობა იმავე წლის 16 აპრილს…

Read More