Home » მთავარი » CNN: ამერიკული სამხედრო ხომალდები მზად არიან სირიაზე იერიშისთვის

CNN: ამერიკული სამხედრო ხომალდები მზად არიან სირიაზე იერიშისთვის

CNN რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკული ხომალდები და მებრძოლები მზადყოფნაში არიან სირიაზე იერიშის მისატანად თუ ამას დონალდ ტრამპი ბრძანებს. სამხედროების თქმით, სირიამ არ მიიღო რაიმე ზომები ქიმიური შეტევის შესაჩერებლად.

ამასთან ტელეარხი აცხადებს, რომ აშშ აკვირდება სირიის შაირატის ავიაბაზას. არსებული ინფორმაციით, სწორედ იქ ინახება ქიმიური იარაღი, რომელიც აპრილში იდლიბში გამოიყენეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.

28 ივნისს, პენტაგონის მეთაურმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ სირიის ხელმძღვანელობამ სავარაუდოდ ყურად ოღო ამერიკის გაფრთხილება რაიმე ახალი ქიმიური შეტევის განსახორციელებლად.

ამ დროისთვის, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფება ამერიკული ავიამზიდი „ჯორჯ ბუში“ , 2 დამანგრეველი და 2 კრეისერი. მათ შეიძლიათ იერიშის მიტანა ფრთიანი რაკეტებით „ტომაგავკებით“.

26 ივნისს თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ სირია ისევ ქიმიური შეტევისთვის ემზადება, ეს ინფორმაცია სირიის მხარემ უარყო, განცხადება მინისტრმა ალი ჰაიდარმა გააკეთა.

Facebook Comments
x

Check Also

“ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ და ნურც თავს მოიტყუებთ…”

გიორგი კეკელიძე -იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე ...