Home » ინტერვიუ » Desert Flower – „აჩუქე უდაბნოს ყვავილი არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად“

Desert Flower – „აჩუქე უდაბნოს ყვავილი არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად“

“უდაბნოს ყვავილი” – ახალი ბრენდული ონლაინ მაღაზიაა საქართველოში,რომელიც გთავაზობთ ულამაზეს ყვავილებს თავისი შეფუთვით!

ნინა ბარნოვა და თამუნია ებრალიძე მშვენიერ, დახვეწილ და ორიგინალურ ბრენდირებულ ყვავილებს ქმნიან.

ექსკლუზიური შეთავაზებები, საუკეთესო მომსახურეობის სერვისი, ხარისხიანი პროდუქცია, მისაღები ფასები სწორედ ესაა უპირატესობები, რომელთა საშუალებითაც ყვავილების სალონმა დაიპყრო ადამიანთა გულები!

დამფუძნებლებმა ბიზნეს ჩანაფიქრი 2017 წლის 19 დეკემბერს აქციეს რეალობად, ახლა კი მათ ბიზნესს 1 წელი უსრულდბა.

„დამთვალიერებლებისგან წამოვიდა მოთხოვნა ამ ექსკლუზიური დიზაინის ხელნაკეთ პროდუქციაზე და ასე იქცა ჰობი წარმატებულ მეწარმეობად“ – ამბობს გუნდის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

„აჩუქე უდაბნოს ყვავილი არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად“– ასეთია ყვავილების მაღაზიის დევიზი.

-როდის გაიხსნა ყვავილების სალონი და როგორია თქვენი შეთავაზებები?  

ჩვენი მაღაზია , დაახლოებით, 1 წლის წინ გაიხსნა და მალევე ვიგრძენით დაინტერესება საზოგადოებისგან. ეს ყოველივე გამოიწვია იმან,რომ ვაწარმოებთ ისეთ პროდუქციას, რომელიც საქართველოს ბაზარზე აქამდე არ ყოფილა.

ვარდი მინის კოლბაში ანუ უსასრულო სიყვარულის ხილული სიმბოლო – ესაა ჩვენი ექსკლუზივი.

რაც შეეხება შეთავაზებებს… 

ჩვენი გუნდი მომხმარებელს ჰპირდება ფასზე მაღალ ხარისხს, უფასო საკურიერო მომსახურეობას თბილისის მასშტაბით,უფასო სასაჩუქრე შეფუთვასა და ბევრ ორიგინალურ იდეას იმისათვის,რომ ერთი ჩვეულებრივი დღე იქცეს ნამდვილ დღესასწაულად!

როგორც გვეუბნებიან – ეს ყველაფერი გამოგვდის.

– როგორია თქვენი  პროდუქციის ფასები ქართულ ბაზარზე? 

ჩვენი უპირატესობა ექსკლუზიურ პროდუქციაზე ბაზრისთვის მისაღები ფასების შეთავაზებაა.

სწორედ ღირებულება და ხარისხია ის,რითიც სხვა დიდ კომპანიებს ვუწევთ კონკურენციას. ყვავილების ფასი სხვა და სხვაა. ასე რომ მომხმარებელს აქვს საშუალებაა ყვავილი აარჩიოს სასურველი ფასის ფარგლებში.

გარდა ყვავილებისა ვამზადებთ ტკბილეულის ყუთებს,კოსმეტიკის თაიგულებს და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლების ინტერესებს. ყველაფერს ვუდგებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და რაც მთავარია ვქმნით მთელი გულით!

-რამდენი ხანი სჭირდება ერთი „ უდაბნოს ყვავილის“ დამზადებას და არის თუ არა თქვენი პროდუქცია ქართული?

უდაბნოს ყვავილი მზადდება მაქსიმუმ 5 – 6 დღეში, ამიტომ მომხმარებლები შესაკვეთად რამდენიმე დღით ადრე უნდა დაგვიკავშირდნენ. გაგვითვალისწინებია მომხმარებლის თხოვნაც და არასამუშაო საათებშიც დაგვიმზადებია ყვავილი კონკრეტული დღისთვის. ასე რომ… უდაბნოს ყვავილის მიმდევრებს მოვუწოდებ ასეთ სიტუაციებში მაინც მოგვმართონ.

ახალი წელი ახლოვდება და კეთილი ფერიები ჩვენს გუნდს მრავლად ჰყავს. პროდუქცია დამზადებულია საქართველოში. ვამაყობთ,რომ ქართულია და კარგია. მადლობებს ხშირად ვიმსახურებთ,რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანების ბედნიერება და გამოხატული ემოციები დიდი მოტივაციაა „Desert Flower“ – ის გუნდის წევრებისათვის.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე მომხმარელებს ვთავაზობთ ონლაინ მომსახურეობას მთელი საქართველოს მასშტაბით,თუმცა ვგეგმავთ გარდენიის გახსნას ,სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მობრძანდნენ ,დატკბნენ ულამაზესი მიდამოთი და ადგილზე იხილონ ჩვენი პროდუქცია. არ ვუშინდებით გამოწვევებს და ვგეგმავთ კონკურსებში მონაწილეობის მიღებასაც.

ვართ არასამთავრობო ორგანიზაციების სპონსორები, ასევე ჩვენი კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ბანკის მიერ გამოცხადებულ საახალწლო თამაშში. გახდით საუკეთესო Secret Santa.

ჩვენი გუნდი გპირდებათ ბევრ სიახლეს ,რომელიც დაგეხმარებათ თავის ორიგინალურად წარმოჩენაში! გისურვებთ წარმატებებს!

 

დავით დოლიძე 

 

Facebook Comments
x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...