Home » მთავარი » Facebook-ის აქტიურად მომხმარებელი ამერიკელების რაოდენობა მესამედით შემცირდა

Facebook-ის აქტიურად მომხმარებელი ამერიკელების რაოდენობა მესამედით შემცირდა

პერსონალური მონაცემების სკანდალის შემდეგ, Facebook-მა დაკარგა ამერიკელ მომხმარებელთა ლოიალურობა. ამის შესახებ Reuters-ის დაკვეთით მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია.

კვლევის თანახმად, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა პოლიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფს Cambridge Analytica-ს მილიონობით მომხმარებელთა შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ამერიკელთა უმრავლესობამ სოციალური ქსელის გამოყენების სიხშირე შეამცირა. კერძოდ, ამ სკანდალის შემდეგ, მესამედით შემცირდა ქსელის აქტიურად გამომყენებელ ამერიკელ მომხმარებელთა რაოდენობა.

გამოკითხვის თანახმად, 49%-მა განაცხადა, რომ Cambridge Analytica-ის სკანდალის შემდეგ, Facebook-ის მოხმარება არ შეუმცირებიათ, თუმცა 26%-მა თქვა, რომ უფრო ნაკლები დროის დათმობას ისურვებდნენ სოცქსელისთვის. 23%-მა კი თქვა, რომ Facebook-ის გამოყენება შეამცირეს.

გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ Facebook-ს სულ ცოტა დღეში ერთხელ მაინც იყენებს, რაც მარტში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

კვლევა აშშ-ში, 26-30 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2194 ზრდასრული მოქალაქე, მათ შორის Facebook-ის 1938 მომხმარებელი. ცდომილება 3%-მდეა.

Cambridge Analytica მარტში, Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. კომპანიამ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა. 2 მაისს ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური საკონსულტაციო ჯგუფი Cambridge Analytica იხურება.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...