Home » მთავარი » “Man”-ის ახალი ავტობუსები N 61 ხაზზე გავიდა

“Man”-ის ახალი ავტობუსები N 61 ხაზზე გავიდა

„Man Truck and Bus AG“-ის ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული ავტობუსები დღეიდან N 61 ხაზზე გავიდა. ახალი ავტობუსები მარშრუტს ბაგებიდან იწყებს, გაივლის ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს და თავისუფლების მოედნის გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე ჩადის.

ახალი ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება სტანდარტულია და 50 თეთრს შეადგენს. მოქმედებს დაწესებული შეღავათებიც. ავტობუსი შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის არის ადაპტირებული: აღჭურვილია სპეციალური პანდუსითა და მათთვის სალონში შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის კლიმატ-კონტროლი მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

მეორე ეტაპზე ახალი ავტობუსები N 51 ხაზს დაემატება.  აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი, N 61 ავტობუსების მსგავსად, სხვა ხაზებზე გადანაწილდება, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებებს შორის ინტერვალს შეამცირებს და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.

თებერვლის ბოლომდე, თბილისის ავტოპარკი ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

`ქვეყანა ბუტკა არ არის”, „ქართული ოცნება” ანუ დაუჯერებელი ამბავი“ – „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა

„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართა. აქტივისტებს  პლაკატები ჰქონდათ წარწერებით: „ქართული ოცნება” დეპრესიაშია”, ...