Home » მთავარი » N 2 „ევროპულმა საქართველომ“ მიითვისა, ახალ საარჩევნო ნომერს წილისწყრაში მონაწილეობით მივიღებთ

N 2 „ევროპულმა საქართველომ“ მიითვისა, ახალ საარჩევნო ნომერს წილისწყრაში მონაწილეობით მივიღებთ

R

ლაშა სტურუა

თბილისის მერობის კანდიდატი

“პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე,

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის” საგანგებო განცხადება – ჩვენი მხარდამჭერებისათვის…

– როგორც მოგეხსენებათ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია საარჩევნო “N 2″ – ის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა!
((მეტიც: – ჩვენი მხარდამჭერები ერთგვარ ეჭვსა და შეშფოთებას გამოხატავენ – ” თუ <ევროპული საქართველო> (იგივე ნაციონალები) იყავით, რას გავტყუებდითო?))
– შესაბამისად აღნიშნული საკითხით დაინტერესებული პირებისათვის, თავს ვალდებულად ვრაცხთ, რომ განვმარტოთ შემდეგი:
– ჩვენ, (ისევე, როგორც სხვა) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებულ პარტიებს, 2017 წლის 30 ივლისამდე არსებული საარჩევნო კოდექსის რედაქციით უფლება გვქონდა შეგვენარჩუნებინა ის საარჩევნო ნომერი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წილისყრის შედეგად მოგვენიჭა და ეს გახლდათ სწორედ, რომ “N 2”.
… შესაბამისად 2016 წლის 2 სექტემბრიდან დაწყებული – აქამდე, ვაპიარდებდით კიდეც – აღნიშნულ ნომერს – ჩვენს მხარდასაჭერად, რათა ამომრჩეველს “N 2” შემოეხაზა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს მხარდასაჭერად.
… თუმცა 2017 წლის 30 ივლისს პარლამენტმა (ქურდულად) -, როგორც დანაშაულებრივი “კოჰაბიტაციის რეჟიმის” კიდევ ერთი გამოვლინება, გამოაცხო და რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე – ჩვენ ჩამოგვერთვა, ხოლო ჩვენს ერთერთ პოლიტიკურ კონკურენტ “ევროპულ საქართველოს” მიეცა – საარჩევნო “N 2” – ის არჩევის შესაძლებლობა, რაც ამ უკანასკნელმა გამოიყენა კიდეც…
აღნიშნულის შედეგად,რა თქმა უნდა მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როგორც ჩვენი მხარდამჭერებისათვის ახსნა-განმარტებების კუთხით, ისე იმ ფინანსური დანახარჯებისა და დანაკარგების თვალსაზრისით, რომელიც ამ ნომრის გაპიარებას შევალიეთ მთელი ერთი წლის განმავლობაში…

… შესაბამისად ზემოთ მოყვანილი ახსნა-განმარტების საფუძველზე, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შემოხაზონ საარჩევნო ბიულეტენში “N 2”, რადგან ეს ჩვენს მიმართ კი არა – არამედ ჩვენი კონკურენტის “ევროპული საქართველოს” მიმართ უნებლიე მხარდაჭერა გამოვა!
– რაც შეეხებაიმას, თუ რომელი საარჩევნო ნომრით ვიასპარეზებთ მომავალ 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილ – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში – მოგახსენებთ, რომ ჩვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გვექნება მაქსიმუმ – ა/წ – 11 სექტემბრამდე, რადგანაც მოგვიწევს ცესკოს მიერ ორგანიზებულ ახალ წილისწყრაში მონაწილეობა და რომელ ნომერსაც ამოვიღებთ დოლურადან ის იქნება კიდეც ჩვენი საარჩევნო ნომერი – რის შესახებაც დამატებით და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას…

P.S. ბოლოს კი დავამატებ, რომ მიუხედავად უამრავი პროცედურული თუ ბიუროკრატიული ხელშეშლისა, მედია იგნორირებისა თუ სხვა ბარიერებისა, რომელიც ჩვენს მიმართ ხორციელდება, ჩვენი მომხრეების გასახარად და ჩვენი მოწინააღმდეგეების ვერგასახარად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მოძრაობის შეჩერება, როგორც მთიდან დაგორებული გუნდისა, რომელიც ზვავად იქცევა ხოლმე – უკვე შეუძლებელია!
– ეს მოძრაობა დაიქოქა, მექანიზმი ჩაირთო და მუშაობს და ის აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს, ჩვენი ქვეყნის უპირობო პროგრესის გზაზე გაყვანას!

(ჩვენი შეჩერების მსურველო ბატონებო – გარწმუნებთ, რომ ის მომენტი გაგეპარად, როდესაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა ჩვენი თუ შეჩერება არა – შეფერხება მაინც…)

– ასე, რომ – ნომერი კი არა – არამედ იდეა და ამ იდეის გარშემო შეკრებილ – გულანთებულ, პროგრესულად მოაზროვნე, პრინციპულ, უკომპრომისო , პროფესიონალ და ეროვნულ – სახელმწიფოებრივად მოტივირებულ იდეალისტთა გუნდია მთავარი, რომელიც <<< პროგრესულ – დემოკრატიულ მოძრაობაში >>> უკვე შეიქმნა ჩანასახის სახით და, რომელიც დღითიდღე ნაყოფიერდება, იზრდება და ვითარდება!

– სრულყოფილი და სრულფასოვანი ნაყოფის გამოღებას კი, როგორც მოგეხსენებათ – თავისი დრო და ვადა გააჩნია, რომელსაც ჩვენ – “პროგრესულ-დემოკრატები” , როგორც “გრძელი ნებისყოფის რაინდები” -, როგორც მარათონელები და არა სპრინტერები, – მოთმინებითა და გამძლეობით დაველოდებით!

Facebook Comments
x

Check Also

აფრიკის მხოლოდ სამ ქვეყანაში არ დადასტურებულა “კოვიდ 19”

აფრიკის კონტინენტზე კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 075-მდე ს გაიზარდა, დაიღუპა 487 ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე ...