Home » ეს საინტერესოა » NASA-ს ახალი და სენსაციური აღმოჩენა

NASA-ს ახალი და სენსაციური აღმოჩენა

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო NASA-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე მოვლენებს ადევნებდა თვალს, სადაც ოთხშაბათ საღამოს ასტრონომები სერიოზული განცხადების გაკეთებას აპირებდნენ. როგორც დაანონსებული იყო საქმე ეხებოდა კოსმოსში ახალ აღმოჩენებს.

დღეს საღამოს უკვე ცნობილი გახდა, რომ ნასას ასტრონომებმა 7 ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლებიც სიდიდით დედამიწის ტოლია. 3 მათგანი „ზლატოვლასკის ზონაში“ მდებარეობს.

პლანეტები ვარსკვლავის TRAPPIST-1 გვერდით აღმოაჩინეს.

-„ვთვლი, რომ ჩვენ გავაკეთეთ საკვანძო აღმოჩენა, რომელიც ბოლოს და ბოლოს  კითხვას-არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა?-გასცემს პასუხს“-განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომმა ამორი ტრიომ.

მეცნიერტა თქმით, აღმოჩენილი პლანეტებიდან 3 ვარსკვლავთან იმ მდებარეობაზეა, სადაც წყალი თხევადი სახით უნდა იყოს. სწავლულები ხაზს უსვამენ გარემოებას, რომ თუ ამ პლანეტაზე ჯერ სიცოცხლე არ არის, სრული შესაძლებელია იქ მალე ახალი ცხოვრება დაიწყოს.

ამ წუთებში ნასას შტაბ-ბინაში მიმდინარეობს კონფერენცია, სადაც ასტრონომები დეტალურ ინფორმაციას ასაჯაროვებენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...