Home » მთავარი » NDI-ს კვლევის ის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსს, ეკონომიკასა და მასმედიას ეხება

NDI-ს კვლევის ის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსს, ეკონომიკასა და მასმედიას ეხება

NDI-მ კვლევა ჩაატარა, რომლისთვისაც დაახლოებით 4 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა. დღეს კვლევის ის ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსს, ეკონომიკასა და მასმედიას ეხება.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. კითხვაზეროგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? პასუხები შედეგნაირად გადანაწილდა – გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 34%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 33%-ის შეფასებით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63 % თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. დასაქმებულად თავს გამოკითხულთა 36% მიიჩნევს.

NDI- კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის 53% -ის შეფასებით, 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა თუ სოფელში საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა. გამოკითხულთა 19 %-მა განაცხადა, რომ „გაუმჯობესდა“, 25 %-მა კი აღნიშნა, რომ „გაუარესდა“. „არ ვიცი“-ზე რესპონდენტთა 2 %-მა

NDI- მიერ გამოკითხული რესპონდენტების დაახლოებით 40% მიიჩნევს, რომ მთავრობა მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, ხოლო 50%- ფიქრობს, რომ – არა. ამავე გამოკითხვის თანახმად დგინდება, რომ მოსახლების 80% ყოვლეთვიურად საშუალოდ 300 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72%- ევროკავშირში, 64%- კი ნატოში გაწევრიანება სურს. გამოკითხულთან ნახევარზე მეტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს პროდასავლური კურსი, თუმცა რუსთთან დადებითი ურთიერთობა უნდა იყოს შენარჩუნებული. პრორუსული კურსს ღიად მხარს გამოკითხულთა 6% უჭერს.

მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი? ამ კითხვით ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მოსახლეობას მიმართა.72 % უჭერს მხარს მთავრობის გაცხადებულ მიზან, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.ამასთან, 71 % ფიქრობს, რომ ქვეყანას სარგებელს მოუტანს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.19 % ამ კითხვაზე უარყოფით პასუხს სცემს.პასუხი – არ ვიცი 9 % – მა გასცა.

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან – 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...