Home » ბლოგი » stop-კადრი…უსასრულოდ ქცეული 800 მეტრი და მუდამ ჩვენი გაღმა ნაპირი!..

stop-კადრი…უსასრულოდ ქცეული 800 მეტრი და მუდამ ჩვენი გაღმა ნაპირი!..

ბლოგი

მარინა ლათიბაშვილი

ჟურნალისტი

14517503_1933913266836092_59036506275859600_n

-ჩვენი გაღმა ნაპირი. უკვე წლების ტკივილი და მონატრება…

…ენგურის ხიდი. პირობითი საზღვარი ქართველებსა და აფხაზებს შორის. პირველი შთაბეჭდილება – ,,დეჟავუ”. მერე მივხვდი-ეს ფოტოები ერთი ერთში ჰგავს გიორგი ოვაშვილის ცნობილ ფილმს ,,გაღმა ნაპირი”.

ხიდი, ბლოკპოსტი, ცხენშებმული ფორანი, რომელიც ხიდსგაღმა ქართველებითა და აფხაზებითაა გადატვირთული.

14520563_1937609753133110_3818262978382887686_n

აქ თითქოს ომის შემდგომი 90-იანი წლების stop-კადრია, იმ განსხვავებით,რომ ხიდს იქიდან არ გადმოჰყავთ დაჭრილები.არ გადმოდის ევაკუირებული,საკუთარ სახლ-კარს მოწყვეტილი მოსახლეობა.არ დგას ქვემეხები და ტანკები,მაგრამ შუა აღმართული შლაგბაუმი უტყვად, ყოველწუთს გახსენებს ამ ყველაფერს.24 წლის წინანდელ წაგებულ ომს,რომელიც საქართველოსთვის დღემდე მოუშუშებელი ტკივილია…

დგახარ და გასცქერი ხიდს,რომელიც უსასრულო სივრცედ გადაქცეულა…800 მეტრი, სულ რაღაც 800 მეტრი გაშორებს იქურობას და ბოღმა გახრჩობს. საკუთარ ქვეყანაში უცხო რომ ხარ და თანაც მათთვის (ბევრისთვის) მტერი – მათი მიწა-წყლის წამგლეჯი.

ბევრისთვის გულისტკივილი და მონატრება. ამ ხიდს იქით აფხაზეთია! ამ ხიდს იქით საქართველოა!…მონატრებული საქართველო!.. ,,ლურჯი მთები, თეთრი სანატორია”… ჩემი გაღმა ნაპირი. ,,გამარჯობა, აფხაზეთო შენი!

Facebook Comments
x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია

ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის ...