Home » მთავარი » აშშ საელჩო: ღრმად ვართ  შეშფოთებული  ნიკა მელიას  დაკავების გამო, დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

აშშ საელჩო: ღრმად ვართ  შეშფოთებული  ნიკა მელიას  დაკავების გამო, დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო პირველ განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ საელჩო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო და წუხს, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,“ – ნათქვამია განცხადებაში.

x

Check Also

ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების დროს ყველა კერძო მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული იყო

ეუთო/ოდირის ანგარიში – ყველა კერძო მაუწყებელი იყო აშკარად მიკერძოებული, მაშინ, როდესაც ძირითად კანდიდატებს საზოგადოებრივ არხებზე ...