Home » მთავარი » გია ვოლსკი – სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი”,  სჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს

გია ვოლსკი – სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი”,  სჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს

სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი”, რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს, ­- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას.

„სჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი! სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს”, – განაცხადა  გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს.

x

Check Also

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს” შეხვდნენ  – „დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის,  ბატონებო და ქალბატონებო”

ეკონომიკის მინისტრი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ნათია თურნავა და  ლევან დავითაშვილი „რიონის ...