Home » პოლიტიკა » ზურაბ ჯაფარიძე – ნატო-სა და ევროკავშირში არავინ მიიღებს ქვეყანას, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აკავებენ, ეს არის წყალში გადაყრილი 30 წელი

ზურაბ ჯაფარიძე – ნატო-სა და ევროკავშირში არავინ მიიღებს ქვეყანას, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აკავებენ, ეს არის წყალში გადაყრილი 30 წელი

შეფასება არის ის, რაც გააკეთა აშშ-ს საელჩომ. არავინ არც ნატო-ში და არც ევროკავშირში არ მიიღებს ქვეყანას, სადაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს აკავებენ, ეს არის წყალში გადაყრილი 30 წელი, რაც ყველამ ერთად ვიწვალეთ, რომ რაღაცნაირად დავახლოვდებით თავისუფალ სამყაროს, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საზოგადოებსი მობილიზებაა საჭირო.

„პირველ რიგში გვჭირდება ქვეყნის შიგნით მობილიზება, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, იმ ხალხმა ვინც წლების განმავლობაში საკუთარი დრო და ენერგია დახარჯეს იმაზე, რომ ლობირებდნენ საქართველოს თემას ევროკავშირსა და ნატო-ში, იმ ხალხს დავანახოთ და მივცეთ არგუმენტები, რომ ეს არ არის ამ ქვეყნის მოქალაქეების გადაწყვეტილება, ეს არის ერთი უგუნური ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის ახლა გასაკეთებელი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

x

Check Also

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. „წინასწარი ...