Home » რეგიონი » ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეულწილად შეზღუდულია რამდენიმე მონაკვეთზე

ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეულწილად შეზღუდულია რამდენიმე მონაკვეთზე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგზაო დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ მონაკვეთებზე, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, როგორც თბილისში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გზებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.

ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეულად შეზღუდულია, კერძოდ:

• გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია ყველანაირი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ კურორტამდე;

• ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

• გომი-საჩხერე, ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 1-ლი კილომეტრიდან მე-40 კილომეტრამდე აკრძალულია მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.

• ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთი დაკეტილია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30-ადგილიანზე მეტი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

• შიდა ქართლში, აგარასთან, საპატრულო პოლიციამ შეაჩერა სატვირთო ავტომობილები, რომლებიც რუსეთის მიმართულებით მოძრაობენ.

• ზვავსაშიშროების გამო, მლეთა-გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, აკრძალულია მოძრაობა სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზეც.

• ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ამ დროისთვის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა ზოგიერთ რეგიონში:

• რიკოთის ტერიტორიაზე;

• თბილისის შემოვლით გზაზე;

• ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

x

Check Also

სოზარ სუბარი – როდესაც ფარულ ჩანაწერებს ვუყურებთ, არ გვიკვირს, ბევრი ოპოზიციონერი რატომ ვერ გამოდის სააკაშვილის ბრჭყალებიდან, სავარაუდოდ ბევრ მათგანზე არსებობს სწორედ ასეთი ჩანაწერები

სააკაშვილის მთელი ძალაუფლება ეყრდნობოდა ორ წყაროს, ერთი იყო პირდაპირი ძალადობა და მეორე, ფარული ჩანაწერები ყველა ...