Home » ეკონომიკა » ირაკლი ქარსელაძე – კახეთის 35-კილომეტრიანი მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების მშენებლობაში მონაწილეობას ქართული კომპანიებიც შეძლებენ

ირაკლი ქარსელაძე – კახეთის 35-კილომეტრიანი მაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების მშენებლობაში მონაწილეობას ქართული კომპანიებიც შეძლებენ

წელს უკვე დაიწყება დღესდღეობით ყველაზე გადატვირთული გზის მონაკვეთის – კახეთის 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გათვალისწინებით ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობას, მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქართული კომპანიებიც შეძლებენ.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ასეთი გამოცდილება სამინისტრომ მიიღო ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელების შედეგად, სადაც ოთხიდან სამ ლოტზე მშენებლობის ტენდერში ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

x

Check Also

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. „წინასწარი ...