Home » სამართალი » ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელის მიმართ ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება, პოლიციელი არის ხელშეუხებელი

ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიციელის მიმართ ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება, პოლიციელი არის ხელშეუხებელი

„პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

„პოლიციელების მიმართ აბსოლუტურად მტრული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული დამოკიდებულება დესტრუქციული ძალების. პასუხი არის ძალიან მარტივი, მე ამაზე ვრცლად ვისაუბრე. პოლიციელის მიმართ ნებისმიერი კანონდარღვევა, ნებისმიერი სამართალდარღვევა უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად და არავითარი კომპრომისი ამ მიმართულებით ჩვენ არ გვექნება. პოლიციელი არის ხელშეუხებელი. შესაბამისად, ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება ასეთი მტკიცე, ისევე როგორც ბატონ ვახტანგს აქვს. ასე რომ, კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

x

Check Also

თამარ გაბუნია: „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. „წინასწარი ...