Home » მთავარი » კახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

კახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლის მე-2
ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 126′-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა,” “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – ნათქვამია განცხადებაში.

x

Check Also

სოზარ სუბარი – როდესაც ფარულ ჩანაწერებს ვუყურებთ, არ გვიკვირს, ბევრი ოპოზიციონერი რატომ ვერ გამოდის სააკაშვილის ბრჭყალებიდან, სავარაუდოდ ბევრ მათგანზე არსებობს სწორედ ასეთი ჩანაწერები

სააკაშვილის მთელი ძალაუფლება ეყრდნობოდა ორ წყაროს, ერთი იყო პირდაპირი ძალადობა და მეორე, ფარული ჩანაწერები ყველა ...