Home » მთავარი » ნინო ლომჯარია – არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება

ნინო ლომჯარია – არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

როგორც ლომჯარია „ფეისბუქზე” წერს, აღნიშნულს აუცილებლად მოყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

„არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი. საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა “, – წერს ლომჯარია.

x

Check Also

ბიძინა კულუმბეგოვი – ჩვენ თუ მიზნად მაინცდამაინც დავისახავთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გვქონდეს და სხვას არ მივეკარებით, შეიძლება, ვაქცინაცია 2023 წლამდე ვერ დავამთავროთ

ჩვენ თუ მიზნად მაინცდამაინც იმას დავისახავთ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა უნდა გვქონდეს და სხვას არ მივეკარებით, ...