Home » პოლიტიკა » სერგეი ლავროვი – მზად ვართ, ევროკავშირთან განვიხილოთ პოსტსაბჭოთა სივრცის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხები

სერგეი ლავროვი – მზად ვართ, ევროკავშირთან განვიხილოთ პოსტსაბჭოთა სივრცის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხები

მზად ვართ, განვიხილოთ ევროკავშირის გეგმებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც ეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დისკუსიების შეეხება იმ სივრცეს, სადაც ევროკავშირი არსებით ინტერესებს ავლენს.

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ საზღვრებთან დაკავშირებით, ახლო მეზობლებთან და მოკავშირეებთან დაკავშირებით რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები ევროკავშირის მიერ გათვალისწინებული იქნება ამ მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრის დროს.

„მართებული იქნება პრინციპებზე შეთანხმება, რომელიც გაითვალისწინებს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და სხვა ტერიტორიაზე. გვქონდა გულწრფელი საუბარი. არ დაგვიმალავს უთანხმოება, მაგრამ ჩვენ აშკარად ვიყავით მოწოდებული, რომ ეს უთანხმოება განვიხილოთ ღიად. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ყველაფერზე და გავაძლიეროთ კონტაქტები, სადაც ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

x

Check Also

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით ...