Home » მთავარი » შსს – ჩვენს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა

შსს – ჩვენს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა

23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

x

Check Also

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს” შეხვდნენ  – „დიდი საყვედური ჩემგან დაგვიანებისთვის,  ბატონებო და ქალბატონებო”

ეკონომიკის მინისტრი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ნათია თურნავა და  ლევან დავითაშვილი „რიონის ...