Home » პოლიტიკა » ჩეხეთის პრეზიდენტი: ალექსეი ნავალნი ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტია

ჩეხეთის პრეზიდენტი: ალექსეი ნავალნი ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტია

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი ალექსეი ნავალნის ნაციონალისტური შეხედულებების გამო აკრიტიკებს. ვრცელი ინტერვიუ მან რადიო Frekvence 1-ს მისცა.

„ის თავს დემოკრატიისთვის მებრძოლად ასაღებს, სინამდვილეში კი, ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტია. რამდენადაც ვიცი, ის მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას, სტალინის რეპრესიებსა და ჩეჩნების დეპორტაციას, ასევე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ნაციონალისტურ მოძრაობებში“, – აღნიშნა ზემანმა.

ბერლინიდან დაბრუნებული ალექსეი ნავალნი შერემეტიევოს აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

x

Check Also

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით ...