Home » მთავარი » 9 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნებია – ვინ გახდება პირველი…

9 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნებია – ვინ გახდება პირველი…

მამუკა ტივიშვილი

ადვოკატი

მოგმართავთ ძვირფასო კოლეგა ადვოკატებო!

მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, ვირჩევთ ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანს , ხოლო უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს, – ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, რომელსაც გააჩნია უფლებადაცვითი საქმიანობის 30 წლიანი და ადვოკატის პროფესიაში მოღვაწეობის 19 წლიანი გამოცდილება, რომელიც არის თავმდაბალი, კეთილსინდისიერი პიროვნება და პროფესიაში წარმატებული ადვოკატი.

დავით ასათიანი

გიორგი თევზაძე

ამასთანავე გიორგი თევზაძე საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარეა, ამ მიმართულებითაც არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელება იგეგმება ადვოკატებისათვის, სწორედ ასეთი ღირსეული პიროვნება და პროფესიონალი სჭირდება თითოეულ ადვოკატს, ადვოკატთა ასოციაციის მართველ ორგანოში.

გისურვებთ წარმატებებს!

Facebook Comments
x

Check Also

დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ...