საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების მეორე პრემიერმინისტრი პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოზიციას დაიკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და პოლიტიკაში მისი დაბრუნების მიზეზები დაახლოებით იგივეა, რის გამოც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარემ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თვეების წინ მიზეზები, რის გამოც დაბრუნდა პოლიტიკაში. მისი თქმით, პარტია კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, ვიდრე ის 2012 წელს იყო.