“იყავით შედეგზე ორიენტირებულნი და “დღეში სამჯერ შეხედეთ თქვენს თავს…”

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი

-“თანამდებობები პარლამენტში გადანაწილდა და რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ მათ, ვინც მომავალი ოთხი წლის მანძილზე წაუძღვება პარლამენტის მუშაობას, საზოგადოების უმრავლესობამ მოგცათ სრული კარტ-ბლანში და ამასთანავე დაგაკისრათ სრული პასუხისმგებლობა. თქვენგან წარმატებულ და პოზიტიური შედეგების მქონე მუშაობას მოელიან არა მხოლოდ ისინი, ვინც ხმა მოგცათ. ბოლო-ბოლო ყველანი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მეტნაკლებად ერთნაირად გვაწუხებს ის პრობლემები, რაც თქვენ უნდა მოაგვაროთ.

მოკლედ, იყავით შედეგზე ორიენტირებულნი და როგორც იაპონური ანდაზა ამბობს: დღეში სამჯერ შეხედეთ თქვენს თავს…”

კომენტარის დატოვება