შარლ მიშელი – ლგბტქი+ თემის უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი, ევროკავშირში ჩვენ არ განვასხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ

ლგბტქი+ თემის უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ევროკავშირში ჩვენ არ განვასხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ და ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისი გამოსვლის ნაწილს აქვეყნებს, რომელიც უნგრეთში ლგბტქი+ შესახებ მიღებულ კანონს ეხება.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელი აცხადებს:

„ლგბტქი+ უფლებები არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მრავალფეროვნებისა და ადამიანის ღირსების მიმართ. ის ეხება ჩვენს ყველაზე პირადულ ფიქრებსა და რწმენებს: ჩვენს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ევროკავშირში, ჩვენ არ განვასხვავებთ, ჩვენ ვაერთიანებთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.