საქართველოში კორონავირუსის 1043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 841 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1043 შემთხვევა გამოვლინდა, 841 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 229 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 057, „პისიარ“ ტესტით – 17 172.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,34%, ბოლო 14 დღის – 3,27%, ბოლო 7 დღის – 3,72%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 373 728 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 090 გამოჯანმრთელდა, 5 415 კი, გარდაიცვალა.