დღევანდელი საჩუქარი, რაც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის გაფართოვებას – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით საჩუქარი, რაც საქართველომ ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას შეუწყობს ხელს.  ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკავშირის წარმომადგენლები რა დახმარებასაც უწევენ ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. დღეს გადმოცემის აქტიც გახლავთ მაგალითი ჩვენი პარტნიორების დახმარების. დღევანდელი საჩუქარი, რაც ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მივიღეთ, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოვებას. აქ წარმოდგენილია: ცივი ჯაჭვისთვის აუცილებელი სამაცივრე დანადგარები, გადასატანი ცივი ყუთები, სიცხის მონიტორინგისთვის საჭირო თერმომეტრები და ასე შემდეგ,”  – განაცხადა გამყრელიძემ.