ვოლსკი: პოზიტიურ პროგნოზს ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ…

ლარი გაუფასურებას, ფასები კი მატებას განაგრძობს. ამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც აღიარებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება. იმედს არ კარგავს გია ვოლსკიც და მოსახლეობას ყურადღების გამახვილებას პოზიტიურ ფაქტებზე ურჩევს.

„თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხდა კურსის დაბალანსება, ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ფასებზეც, თუმცა არის სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, ფაქტორები, რომელიც ალბათ, კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ასე რომ პოზიტიურ პროგნოზს ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარის დატოვება