ხელისუფელბა დაინტერესებულია დაპირისპირებით, ან არ იცის რა გააკეთოს – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ხუხაშვილი აღნიშნულ მიმართვაში პარლამენტის წინ აღმართული ჯვარის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, საჭიროა ხელისუფელბის მხრიდან დროული განმარტება.

“პრობლემა იმაში კი არ არის, რომ პარლამენტის წინ ჯვრის დადგმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, პრობლემა იმაშია, რომ გარკვეული ჯგუფები ამას იყენებენ ვითარების შემდგომი ესკალაციისთვის. ასეთ დროს დეესკალაციის ერთადერთი საშუალებაა კანონის შესაბამისად ხელისუფლების განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით. და თუ ის ამას არ აკეთებს, ან დაინტერესებულია დაპირისპირებით, ან არ იცის რა გააკეთოს. ორივე შემთხვევაში, ასეთი ხელისუფალი ხიფათს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის.“ – წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ ჯვარი 5 ივლის “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეებმა აღმართეს, რასაც  არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ.