საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 714 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 714 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 758, „პისიარ“ ტესტით – 10 137.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის – 3,89%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 374 836 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 804 გამოჯანმრთელდა, 5 421 კი, გარდაიცვალა.