დააკავეს მამაკაცი, რომელსაც გორში მანქანის დაწვა ედება ბრალად

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით გორში 1970 წელს დაბადებული კ.ბ. დააკავეს.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ – სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.