შსს: ძმებმა კახეთში მდებარე ეკლესია გაქურდეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. ამავე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა – 2004 წელს დაბადებული ლ.გ.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა – მ.გ.-მ და ლ.გ.-მ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.