ივანიშვილს ღარიბაშვილი წკიპურტით გავაგდებინეთ – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, დავით ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ  პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ორი ბატონის – ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს მსახურია.

როგორც ბერძენიშვილმა გადაცემა “დღის ნიუსრუმში” საუბრისას აღნიშნა, – “ღარიბაშვილი წკიპურტით გავაგდებინეთ თავის დროზე ჩვენ ივანიშვილს და მეორეჯერ ღარიბაშვილის წკიპურტით გაგდება ადვილი არ იქნება.”

“მენტალურადაც არის ორი ბატონის მსახური – როგორც ივანიშვილის, ასევე საპატრიარქოსი, მენტალურად ის ბნელია.

გულწრფელ ხალხს ყოველთვის იყენებს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალა. ყველაზე უფრო მკაფიო გამოხატულება მათი მიზნის და მოთხოვნის არის ევროკავშირის დროშის 2-ჯერ ჩამოხსნა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.