ფინანსთა მინისტრის მოადგილე: ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 4.2 მლნ ლარით იზრდება, რაც ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან არის დაკავშირებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 4.2 მლნ ლარით იზრდება, რაც ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტი ითვალისწინებს კომისიებში წევრთა რაოდენობის ზრდას და მათი ანაზღაურებისთვის საჭირო თანხას.

„4.2 მლნ ლარით იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება და ეს სრულად არის დაკავშირებული ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან, რომელიც ითვალისწინებს კომისიებში წევრების ზრდას და შესაბამისად, მათი ანაზღაურებისთვის საჭირო თანხა არის გათვალისწინებული ბიუჯეტში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.