(ვიდეო) რა გახდა ხონის ფსიქიატრიული დაწებულებაში პატიმრის გარდაცვალების მიზეზი და რა წერია პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ დასკვნაში

“სავარაუდოდ, ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პატიმარი წამებით მოკლეს,” – ამის შესახებ ინფორმაცია “პროგრესული საქართველოს’ წარმომადგენლებმა  „ჯიემთივის” პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვეს.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ და გიორგი კვაბზირიძემ აღნიშნეს, მათ იუსტიცის სახლში უცხადებენ, რომ მამაკაცი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, თუმცა მათ მიერ გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცის სხეულზე მრავალი დაზიანებები აქვს მიყენებული.

“სამწუხაროდ, კიდევ ერთი მსხვერპლია ხონის პენიტენციალურ დაწესებულებაში, სადაც არტურ ნიკოგოსიანი გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი.

ოფიციალური განცხადებით, მამაკაცი ფილტების ანთების საფუძველზე გარდაიცვალა თუმცა, რეალობა არის ის, რომ მას სხეულზე მთელი რიგი დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, ჩალურჯებები ყელის მიდამოებში, ხელსა და მკერდის მიდამოებში. ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია, რომ ეს ადამიანი არა ფილტვების ანთებით დაიღუპა, არამედ მასზე ძალადობა მოახდინეს. აღნიშნულ მამაკაცს სახეზე აღენიშნება დაზიანებები, მას ცხვირიც კი აქვს გატეხილი და სამწუხაროდ, ამ ფაქტზე იუსტიცის სამინისტრო აკეთებს სამარცხვინო განცხადებას, რომ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა და რა შუაშია ფილტვების ანთება, როდესაც კაცს ცხვირი აქვს გატეხილი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მინიმუმ გამოძიება უნდა დაწყებულიყო. უნდა ეთქვათ, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აბსოლუტურად მიგდებული ჰყავს პატიმრები, მათ შორის, ხონის დაწესებულებაც, რომელიც ასე ვთქვათ აუღებელ ციხე სიმაგრედ იქცა,” – განაცხადა “პროგრესული საქართველოს”  გენერალურმა მდივანმა გიორგი კვაბზირიძემ.

შეიძლება იყოს 9 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება