საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 23895, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13758, PCR ტესტით – 10137.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის – 3,89%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 374836 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357804 გამოჯანმრთელდა, 5421 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია 289399 , დღიურად კი – 5598 ადამიანი.