გიორგი გახარია – შეუძლებელია, ქვეყანაში გაგრძელდეს ეს ქაოსი, გვჭირდება წესრიგი

გიორგი გახარიამ ქუთაისში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა.

გახარიას განცხადებით,  სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით გუნდს დახურულ კარს მიღმა გაესაუბრება.

„შეუძლებელია, ქვეყანაში გაგრძელდეს ეს ქაოსი. გვჭირდება წესრიგი. ჩვენ გვექნება პროგრამა თითოეულ ქალაქთან დაკავშირებით. ქუთაისი შეუძლებელია, სპორტის, კულტურისა და ტურიზმის გარეშე. ახალგაზრდების გარეშე. სამწუხაროდ, ყველა სახის დაპირება ამ ქვეყანაში გაცემულია, და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ დაპირებების შესრულება. ამ ქვეყანაში კორუფცია, ნეპოტიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გახარიამ.