საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 999 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 20281 ტესტი , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8658, PCR ტესტით – 11623 .

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4,69%, ბოლო 14 დღის – 3,79%, ბოლო 7 დღის – 4,18%

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377152 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359226 გამოჯანმრთელდა, 5452 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია 302388 , დღიურად კი – 6096 ადამიანი.