19 აპრილს ამ ბინძურ ხალხთან ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, ეს ადამიანები ჟურნალისტის გარდაცვალებაზე ცდილობენ ქულების ჩაწერას – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

19 აპრილს ამ ბინძურ ხალხთან ხელი მოვაწერეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, ეს ადამიანები ჟურნალისტის გარდაცვალებაზე ცდილობენ ქულების ჩაწერას და არღვევენ ყველაფერს, პოლიტიკურ შეთანხმებას, მორალს, გადადიან ყველანაირ წითელ ხაზს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

მედიამენეჯერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. პარლამენტში კი დეპუტატებიც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

„ძალიან რაციონალურად რომ ვთქვათ, ჩვენ 19 აპრილს ამ ბინძურ ხალხთან ხელი მოვაწერეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომლის მიზანი იყო დეესკალაცია და დეპოლარიზაცია. ამის მიუხედავად, რომ ეს ადამიანები ჟურნალისტის გარდაცვალებაზე ცდილობენ ქულების ჩაწერას და აკეთებენ ამ ყველაფერს, ისინი ყველაფერს არღვევენ, პოლიტიკურ შეთანხმებას, მორალს, ყველანაირ წითელ ხაზს გადადიან. ეს არის ამორალური, რასაც გაეცემა პასუხი. თუ კანონი დაირღვევა სამართლებრივი, დანარჩენი არის პოლიტიკური პასუხი. ჯერ მარტო რეგლამენტის დარღვევით არის შემოსული უამრავი ადამიანი სხდომათა დარბაზში, ამას გაეცემა პასუხი. რაც შეეხბა დესტრუქციას, ამას კიდევ სხვა პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.