ძალადობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ, დამნაშავეები უმოკლეს ვადაში უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე – მარინა კალიურანდი

დამნაშავეები უმოკლეს ვადაში უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“ წერს.

„ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო დამწუხრებული ვარ. გულწრფელი სამძიმარი ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. ძალადობის ადგილი არ არის, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ. დამნაშავეები უმოკლეს ვადაში უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, – წერს მარინა კალიურანდი.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ექსპერტიზა.