იხილეთ 7 კლინიკა, სადაც “ფაიზერით” აცრა შეგიძლიათ

საქართველოში ამერიკულ-გერმანული წარმოების “ფაიზერის”  ვაქცინის 28 ათასი დოზა ჩამოვიდა.  “ფაიზერის” ვაქცინით მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

ესენია:  „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და  ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.”

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს  შეხვდა, რომლებიც Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში არიან ჩართულები.

ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge-ზე.