ამირან გამყრელიძე – ამ ეტაპზე „ფაიზერით” ვაქცინაციისთვის ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, თუმცა მეორე პარტია რომ შემოვა ზღვარი დაიწევს 16 წლამდე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამჟამად „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შეუძლიათ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, ასაკობრივი ზღვარი 16 წლამდე დაიწევს.

„ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ პირველი დოზით აცრილებისთვის იქნება გარანტირებული. ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ უკვე არსებობს იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევა, როგორც არის ინსტრუქციით, 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირაში მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. ქვეყანაში „ფაიზერის“ მეორე პარტია რომ შემოვა, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ, ამ ეტაპზე იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში  „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა შემოვიდა, რომელიც ორ ნაწილად გაიყოფა.