ხულოში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ წაბლანაში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, უცნობია.

საცხოვრებელი სახლები და საყოფაცხოვრებო ნივთები სრულიად განადგურებულია. ოჯახები თავს მეზობელს აფარებენ.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც დაზარალებულ ოჯახებს სარეზერვო ფონდიდან გაუწევენ დახმარებას.