ნათელაშვილი კალაძე-ალიევის შეხვედრაზე: გუშინ დავით გარეჯი აჩუქეთ ამ ოკუპანტს და დღეს უძმობილდებით – ვაი თქვენს პატრონს

“გუშინ დავით გარეჯი აჩუქეთ ამ ოკუპანტს და დღეს უძმობილდებით,”- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რითიც თბილისის მერისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ მემორანდუმის გაფორმებას გამოეხმაურა.

“ფარისევლები მოღალატეების ჯგრო ხართ. გუშინ დავით გარეჯი აჩუქეთ ამ ოკუპანტს და დღეს უძმობილდებით. ვის და რის ხარჯზე? ვაი თქვენს პატრონს და ჩვენსასაც,”- წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მათი თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ქალაქის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.