ეკატერინე ტიკარაძე გარდაცვლილ ოპერატორზე – კლინიკის მხრიდან პაციენტი სწორად იყო მართული 

ჯანდაცვის მინისტრო ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ , “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავას მკურნალობა კლინიკაში ყოფის დროს სწორად იყო მართული და მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა. ამის შესახებ მინისტრმა “დღის კურიერში” დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, თუ რა მდგომარეობაში იყო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, როდესაც ის კლინიკიდან გაწერეს და ხომ არ იყო მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლა ნაადრევი.

როგორც პაციენტს  3 დღის მანძილზე გაეწია შესაბამისი მკურნალობა.

“ჩვენ დამატებით შევისწავლეთ რეგულირების სააგენტოს მხრიდან კლინიკაში მიმდინარე პროცესები და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კლინიკის მხრიდან პაციენტი სწორად მართული იყო. მას შესვლისთანავე ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, გაეწია შესაბამისი მკურნალობა 3 დღის მანძილზე. განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ კი, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, პაციენტს მკურნალობა უკვე ბინაზე შეეძლო. 12 ივლისს კი, მას განმეორებითი კონტროლი ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ის უკვე ექიმთან ვეღარ მივიდა.

რა თქმა უნდა, ვერავინ ვიქნებით ძალადობის მომხრე, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების საუკუნეში, ყველამ შევძლოთ და ერთმანეთთან ცივილური კომუნიკაცია მოვახდინოთ,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. გარდაცვლილი ოპერატორი დღეს, 13 ივლის მამის  გვერდით დაკრძალეს.