მიტროპოლიტი დავითი ოპეატორის გარდაცვალებაზე: ამ ფაქტით სხვადასხვა სატელევიზიო თუ საეთერო გადაცემებში ვაჭრობა ხდება

რაც დღეს ხდება, ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ თუ არა ეკლესიის მიმართ მტრობას და მათ უღონო სიცოფეს, რომელთათვისაც ჯვარი სიწმინდე არ არის, – ამის შესახებ მეუფე დავითმა „ქრონიკასთან”ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ალავერდელი მიტროპოლიტი აცხადებს, ოპერატორის გარდაცვალებით, ოჯახის ახლობლების გაჭირვებითა და დიდი სულიერი შეჭირვებით  ზოგიერთ მედიასაშუალებას და ოპოზიცია ვაჭრობეს.

„ამ ფაქტით უკვე სხვადასხვა სატელევიზიო თუ საეთერო გადაცემებში, სხვა სიტყვებს ვერ ვიტყვი- ვაჭრობა ხდება. ეს უკვე ყოვლად მიუღებელია და სიტყვა ძალადობა თუ ეკუთვნის რაიმე მოქმედებას, პირველ რიგში ეკუთვნის ამ გადაცემებში ასეთი ერთი თითქოს დირიჟორის ჯადოსნური ჯოხის აქნევით უამრავი ჟურნალისტი, თქვენი კოლეგები, საეთერო დროის წამყვანები თუ სატელევიზიო მაუწყებლობა როგორ ერთხმად იწყებს ცილისწამებას და ამ ადამიანის ოჯახის ახლობლების გაჭირვებითა და დიდი სულიერი შეჭირვებით ვაჭრობას. ეს არის ისეთი ძალადობა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენთვის არანაირი იძულება, შეურაცხყოფა მიუღებელია, რადგან უფალი გვასწავლოს სხვა რამეს“, – განაცხადა მეუფემ.