ზაზა გახელაძე – ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა

„დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

„კარგად ვარ. არ ველოდებოდი ნამდვილად. დღეს ყოველ შემთხვევაში არ ველოდებოდი, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით კარგად დამთავრდა. დღეს უფლის წყალობით ყველაფერი კარგად არის. მივესალმები ოჯახს აქედან. დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, ერთი თვე აქ დგომა მოგვიწევს. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ და ხვალ, ზეგ, მაზეგ, არსად წასვლას არ ვაპირებ. არც აქ წამოვედი ჩემი ნებით, მაგრამ…“, – განაცხადა ზაზა გახელაძემ.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.