გლდანში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს

გლდანში მამაკაცი მოკლეს. 35 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.