თელავში კაცმა ჯერ ქალზე იძალადა, შემდეგ კი ძმები დაჭრა

თელავში ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი ორი ადამიანი დაჭრა.

შემთხვევა ალაზნის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.

დაჭრილები ძმები არიან, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პოლიციამ მამაკაცი დააკავა და თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.