ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ღარიბაშვილს ეკისრება.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელმაც ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით, “ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.